shaqrobabua

არტურ ზუტნერი - კავკასიის შვილები


21.9

გაზიარება:

რბილი გარეკანი

გვერდი: 406

გამოცემის წელი: 2023

გერმანულიდან თარგმნა თამაზ გვენეტაძემ

ავსტრიელი მწერალი და ჟურნალისტი არტურ გუნდაკარ ფონ ზუტნერი საქართველოში ჩამოყალიბდა მწერლად. ბარონი ზუტნერი უცხოელისთვალით, უბის წიგნაკით ხელში, აკვირდებოდა ქართულ ყოფა-ცხოვრებას და ჩანაწერებს აკეთებდა, რომელიც შემდგომ თავის ნაწარმოებებში შეჰქონდა. მის შემოქმედებაში ჩვენი სამშობლო ერთმნიშვნელოვნად წარმოდგენილია როგორც ევროპული ფასეულობების მქონე ქვეყანა, ხოლო ავტორი გვევლინება როგორც პირველწყარო, იმდროინდელი ქართული ყოფის ჟამთააღმწერელი.

 

კრებულში შესული ტექსტების უმეტესობა არ გამოქვეყნებულა ქართულ ენაზე. თვით ორიგინალი კი 1890-1891 წლებში დრეზდენსა და ლაიფციგში გამოიცა ორ ტომად, სახელწოდებით „კავკასიის შვილები“. ამ წიგნში შეხვდებით ბევრ აქამდე უცნობ, ისტორიულ, გეოგრაფიულ და ეთნოგრაფიულ ფაქტს. მოთხრობები მეცხრამეტე საუკუნის საქართველოში გადაგიყვანთ და მაშინდელი ყოფა-ცხოვრების ორომტრიალში ჩაგრთავთ.

 

არტურ ზუტნერის შემოქმედება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ევროპა, როგორც კულტურული ფენომენი, ყოველთვის აქტუალური იყო საქართველოში.

 

 

გამომცემლობა
არტანუჯი
ფასი
21.9
ნანახია
215