shaqrobabua

ბერნარდ შოუ - პიგმალიონი, წმიდა იოანა


9.5

გაზიარება:

რბილი გარეკანი

გვერდი:

გამოცემის წელი:

პიგმალიონი ინგლისურიდან თარგმნეს მოსე ქარჩავამ და იაკობ ტრიპოლსკიმ

 

1925 წლის ნობელიანტის, ბერნარდ შოუს პიესა პიგმალიონი სამჯერ დაიდგა საქართველოში. პირველად 1955 წელს ლილი იოსელიანმა განახორციელა მარჯანიშვილის თეატრში, 80-იან წლებში – კოტე სურმავამ სოხუმის თეატრში. მესამე კი, აკა მორჩილაძისა და ლევან წულაძის მიერ ადაპტირებული ვარიანტი, 2008 წელს დაიდგა მარჯანიშვილის თეატრში და დღესაც რეპერტუარშია.

 

წმიდა იოანა ინგლისურიდან თარგმნა გიორგი ჯაბაშვილმა

 

წმიდა იოანა განსაკუთრებული პოპულარობით კათოლიკურ ქვეყნებში სარგებლობდა და მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს რამდენიმე თეატრშია განხორციელებული, მას უფრო ხშირად კითხულობდნენ, ვიდრე დგამდნენ. პიესის მთავარი მოქმედი გმირია ორლეანელი ქალწული ჟანა დ’არკი, ვისი სახებაც ყოველგვარ მისტიკურობას არის მოკლებული. ავტორისთვის ჟანა ადამიანია, რომელმაც ძალიან კარგად იცის, თუ რა და როგორ უნდა გააკეთოს სამშობლოს გადარჩენისთვის.

გამომცემლობა
ინტელექტი
ფასი
9.5
ნანახია
64