shaqrobabua

სოლ ბელოუ - მისტერ სამლერის პლანეტა


8.9

გაზიარება:

 
გამომცემლობა : ინტელექტი
გვერდები : 360
რბილი გარეკანი

ინგლისურიდან თარგმნა გვანცა ჯობავამ

 

ებრაული წარმომავლობის ამერიკელ მწერალ სოლ ბელოუს (1915-2005) მისმა ადრეულმა ნამუშევრებმა მეოცე საუკუნის მოწინავე რომანისტის რეპუტაცია მოუტანა და სიკვდილამდე ფართოდ იყო აღიარებული, როგორც ერთ-ერთი უდიდესი ცოცხალ რომანისტ მწერლებს შორის. სოლ ბელოუს 1975 წელს პულიტცერის, ხოლო 1976 წელს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია გადაეცა. ამასთან იგი ერთადერთი რომანისტი მწერალია, რომელმაც ეროვნული პრემია სამჯერ მიიღო და ექვსჯერ იყო წარდგენილი ამ პრემიაზე. მათ შორის ერთ-ერთი 1971 წელს მას რომანისთვის მისტერ სამლერის პლანეტა გადაეცა. ჯოის კეროლ ოუტსი წერდა, რომ ის აღტაცებული იყო მისტერ სამლერის პლანეტის ფინალით, რომელიც იმდენად ძლიერია, რომ გვიბიძგებს დაუყონებლივ ხელახლა წავიკითხოთ მთელი რომანი, რადგან ჩვენ კითხვის პროცესში შევიცვალეთ, და მხოლოდ მის ფინალამდე მისვლის შემდეგ ვართ მზად წიგნის კითხვა დავიწყოთ.


 
ფასი
8.9
ნანახია
29