shaqrobabua

დორის ლესინგი - ნაპრალი


8.9

გაზიარება:

გამომცემლობა : ინტელექტი

გვერდები : 238

რბილი გარეკანი

ინგლისურიდან თარგმნა რუსუდან მახათაძემ

 ინგლისელმა მწერალმა დორის ლესინგმა რომანი ნაპრალი ნობელის პრემიის მიღებამდე სულ რამდენიმე თვით ადრე გამოაქვეყნა. ამ წიგნის შექმნა მწერალს შთააგონა სამეცნიერო სტატიამ, რომელშიც გამოთქმულია თვალსაზრისი, რომ პირველი სახეობა ადამიანისა დედაკაცია, მამაკაცი კი ბევრად უფრო გვიან მოსულა ამქვეყნად. ამ ისტორიაში, სადაც მწერალი ასახავს ჩვენს ძველთაძველ წინაპრებს, გვიხატავს პირველი დედაკაცების ანუ „ნაპრალოსნების“ მცონარე სამყაროს, რომლებიც უქმად ატარებენ დღეებს ზღვის სანაპიროზე, ტალღებში ნებივრობენ და, მზეს მიფიცხებულნი და ლოდებზე გაწოლილნი, განცხრომას ეძლევიან.

 წიგნში მითოსური სამყაროა აღწერილი, რომლისთვისაც უცხოა შუღლი, ინტრიგები და ეჭვიანობა. თუმცა, ყველაფერი თავდაყირა დგება, როცა ერთ მდედრს ძალზე უცნაური ახალშობილი გაუჩნდება... სამყაროს ხელახალი შეცნობა და კონფლიქტი სწორედ ამ შემთხვევიდან იწყება.

ფასი
8.9
ნანახია
31