shaqrobabua

ნინო ნადირაძე - ღრუბელი ოთახში


9.9

გაზიარება:

გამომცემლობა : ინტელექტი

გვერდები : 104

რბილი გარეკანი

"ღრუბელი ოთახში“ ნინო ნადირაძის მცირე რომანია, რომელშიც სიცოცხლისა და სიმარტოვის, სიკვდილისა და სიხარულის პარადიგმები იშლება. ახალგაზრდა წყვილი ქალაქიდან – ქალაქში, ქვეყნიდან – ქვეყანაში დახეტიალობს, ეს გზა კი საკუთარი თავისა და მთელი სამყაროს შეცნობის გზაა, რომელშიც გაუნელებელი, ჭეშმარიტი სიყვარული იბადება.

წყვილის ცხოვრების მოზაიკაში ქვეყნის და საზოგადოების მწვავე პრობლემებიც ირეკლება – სოციალური, მენტალური, სულიერი თუ კულტურული. ამ სიმძაფრით დამუხტულ გარემოში ბუნებრივად ვლინდება, ზოგადად, ადამიანის კრიზისი – რა შეუძლია მას სიცოცხლის გასაუმჯობესებლად? რატომ ამოყირავდა მის წინაშე სამყაროს კითხვები?

პოეტური ექსპრესიით მოთხრობილი ეს უცნაური ამბავი სიყვარულის თავსატეხადაც შეიძლება მივიჩნიოთ. ნინო ნადირაძე კიდევ ერთ მეტაფორულ ამოცანას სთავაზობს მკითხველს – შემთხვევითობისა და მიზეზ-შედეგობრიობის მარადიულ კონფლიქტში, ვისი სული სურს სიყვარულს?..

ფასი
9.9
ნანახია
28