shaqrobabua

ირაკლი კაკაბაძე - სიყვარულის დოქტრინა


12

გაზიარება:

გამომცემლობა : ინტელექტი

გვერდები : 206

რბილი გარეკანი

2002 წელს მოეწყო ირაკლი კაკაბაძის ნაშრომის – სიყვარულის დოქტრინის პირველი განხილვა ფართო საზოგადოების წინაშე. ამ საზოგადოებრივ-მეცნიერულ დებატებში ბევრმა საინტერესო პიროვნებამ მიიღო მონაწილეობა ნაშრომის წარდგენისას და მას შემდეგაც. ცხადია, იყო და არის მოსაზრება, რომ სიყვარულის ინსტიტუციონალიზაცია საზოგადოებრივ დონეზე თომას მორის სტილის უტოპიური აზროვნებაა. და ამ მოსაზრებასაც აქვს არსებობის უფლება. თუმცა ბევრ თანამედროვე მოაზროვნეს მიაჩნია, რომ სიყვარულის ინსტიტუციონალიზაციაა სწორედ დღევანდელი კაცობრიობის ერთადერთი საშველი. 

ამ წიგნში, გარდა სიყვარულის დოქტრინისა, ირაკლი კაკაბაძის მიერ ბოლო ათი-თხუთმეტი წლის განმავლობაში, სხვადასხვა ბეჭდურ და ელექტრონულ პრესაში გამოქვეყნებული წერილებია შესული, რომელიც ჩვენი ქვეყნის არაერთ მტკივნეულ და აქტუალურ საკითხს ეხება.  

ფასი
12
ნანახია
23