shaqrobabua

ეჟენ იონესკო - მარტორქა


16.9

გაზიარება:

გამომცემლობა : ინტელექტი

გვერდები : 292

რბილი გარეკანი

ფრანგულიდან თარგმნა დავით კახაბერმა

ადრინდელ პიესებში ეჟენ იონესკო სოციალური ბოროტების გამოხატვას აბსტრაქტული სიტყვებით ცდილობდა, პიესა მარტორქაში კი ამ ბოროტების ხასიათის გარკვევა მწერალს კონკრეტული სიტუაციების გამოყენებით სურს. პიესაში აბსურდული მდგომარეობის მიღმა აშკარად ჩნდება რეალური სინამდვილე, რომელიც პრობლემურ პოლიტიკურ ხასიათს ატარებს და ავტორი ტოტალიტარიზმის, მასობრივი ისტერიის, კოლექტიური შეშლილობის, ფანატიზმის წინააღმდეგ გამოდის.

პიესაში მეფე კვდება თავდაპირველ აკვიატებულ, ატომური კატასტროფის შედეგად სამყაროს ტოტალური ნგრევის იდეას, პიროვნების ნგრევის იდეაც დაუმატა და განავითარა სიკვდილისა და შიშის თემა. პიესაში ყველაფერი ერთმანეთშია არეული: არარეალური, რეალური, ირეალური, მოგონილი თუ ქვეცნობიერი.

მაკბეტში ეჟენ იონესკომ თითქოს დროებით წონასწორობას მიაღწია – აქ თითქოს სიუჟეტიც არის, ხასიათებიც... ავტორმა შექსპირის მაკბეტის პერსონაჟებიც უცვლელად გადმოიტანა, მხოლოდ მალკოლმს შეუცვალა სახელი და მაკოლი დაარქვა; იქნებ, იმიტომ, რომ ხელისუფლების სათავეში მისი მოსვლით სამართლიანობის აღდგენის ის უმცირესი იმედი გაექრო, შექსპირი რომ უტოვებდა ხალხს...

ჩვენ იონესკოს სამყაროში ვართ – მოულოდნელობისა და კოშმარის სტიქია ბობოქრობს: მსახურები ჩაისა და ჩაროზს დაატარებენ, ადამიანის თავები ცვივა, მთელი ქალაქი მარტორქებად გადაიქცევა, მეფე სამყაროს გაქრობას ბრძანებს... აბსურდი ზეიმობს.

ფასი
16.9
ნანახია
39