shaqrobabua

კონსტანტინე ზ. გამსახურდია - რავქნისა ციხე ავაგე


9.9

გაზიარება:

გამომცემლობა : ინტელექტი

გვერდები : 314

ეს პოეტური ჩანაწერები თავიდანვე წიგნად სულაც არ განზრახულიყო. იწერებოდა დროდადრო, იმ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოვლენათა კვალდაკვალ, ყველაზე ძალიან რაც შეძრავდა კონსტანტინე გამსახურდია-უმცროსს, და თანაც განსჯა ყოველთვის გარკვეულ კომპოზიციურ ქარგაში მოექცეოდა ხოლმე...

რავქნისა ციხე ავაგე ზუსტად და მოხდენილად ნაპოვნი სახელწოდებაა წიგნისა, რომელსაც შესაძლოა მიყრუება და ფურცლებადვე დაფანტვაც ემუქრებოდა, რომ არა მეგობრული შეგულიანება – თითოეულ ჩანაწერს არამარტო სათაური დარქმეოდა, არამედ დაფასებულიყო მათი ეპოქალურობაც და ჟანრობრივი თავისებურებაც, მათი სიღრმეც და მასშტაბურობაც.

უმთავრესი ღირსება კი ისაა, რაც ყოველთვის წამოგვაგონდება კონსტანტინე გამსახურდია-უმცროსის ხსენებისას – მისი მიუდგომლობა და აუმღვრევლობა, მისი ეს უჩვეულო უნარი, შეინარჩუნოს სიმშვიდე და წონასწორობა ყველაზე მწვავე ვითარებაშიც. (როსტომ ჩხეიძის წინასიტყვაობიდან)

რბილი გარეკანი

 

ფასი
9.9
ნანახია
28