shaqrobabua

გიორგი ზანგური - შენ. არავინ


10.9

გაზიარება:

გამომცემლობა : ინტელექტი

გვერდები : 134

რბილი გარეკანი

ყველანაირი არჩევანი მშვენიერია, რადგან ის თავისუფლების სახელით მიენიჭა ადამიანს. ხოლო მათ შორის ღვთაებრივი კი მხოლოდ ერთია – მარტოობა.

 გიორგი ზანგურის კრებული შენ. არავინ ამ ღვთაებრივი არჩევანით ნაკარნახევი პოეზიაა; მთავარი თემაც, წიგნის კამერტონიც აქედანაა წამოსული. ოღონდ მარტოობა არა როგორც მწუხარე სოლო ან მიკრო-მონოლოგი, არამედ როგორც კაშკაშა კარნავალი და ზეიმი სიცოცხლის ყველა გრადაციაში. ეს გიორგი ზანგურის მარტოობაა – ყველაზე ბუნებრივი და ექსპრესიული დიალოგი გარე სამყაროსთან, თავის შესაცნობად და სრულყოფისკენ მიმავალ გზებზე სამოგზაუროდ. ამ გზაზე, შესაძლოა, შენი მეორე ცალიც იპოვო და გამთლიანდე.

 კრებულში შესული არც ერთი ლექსი აქამდე არც ერთ პერიოდულ გამოცემაში არ დაბეჭდილა. მათ პირველად ხვდება მკითხველი. ესეც პოეტის არჩევანია. მისი პოეტური ძღვენი კი ცინცხალია და მოულოდნელი, როგორც მისივე ცხოვრების წესი, მუდმივად ახალი და მხატვრული იერით აღბეჭდილი სამყაროში – ამ დიდ და საბოლოო წიგნში.

ფასი
10.9
ნანახია
22