shaqrobabua

დავით ფერაძე - ისტორია


12.5

გაზიარება:

გამომცემლობა : არტანუჯი

გვერდები : 172

გამოცემის წელი : 2014

ეროვნული და საატესტატო საგამოცდო საკითხების კრებული

ისტორიკოსი და ჟურნალისტი დავით ფერაძე წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა სკოლაში ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლად; ჟურნალისტად ტელევიზიებსა და ბეჭდურ მედიაში.

რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ უნდა აირჩიოთ ეს კრებული:

კრებულის მასალები არის მაქსიმალურად ლაკონური და მოიცავს ეროვნული და საატესტატო გამოცდებისთვის საჭირო ყველა აუცილებელ ინფორმაციას (ფაქტობრივი მასალა);

ტექსტების შინაარსი დაცულია სუბიექტივიზმისა და განყენებული ნააზრევისგან;

მოცემული ფაქტობრივი მასალის საფუძვლიანი შესწავლა შესაძლებელია მოკლე დროში;

თემები გადამუშავებულია მიზეზ-შედეგობრივი კავშირის შესაბამისად. კრებულის ბოლოს დართული თვითშემოწმების

შეკითხვები შესაძლებლობას მოგცემთ:

გამოიყენოთ ისტორიული ცნებები და ტერმინები ადეკვატურად;

გამოავლინოთ ისტორიული მოვლენებისა და პროცესების დამახასიათებელი არსებითი ნიშნები და მიზეზ-შედეგობრივი კავშირები;

შეაფასოთ და გააანალიზოთ ისტორიული მოვლენები;

გამოიმუშავოთ საკუთარი დამოკიდებულების არგუმენტირების უნარი.

ვის სჭირდება ეს კრებული?

პედაგოგებს (დამამთავრებელ კლასებში, აბიტურიენტების მოსამზადებლად);

სკოლის მოსწავლეებს;

აბიტურიენტებს;

ისტორიით დაინტერესებულ ადამიანებს.

 

ფასი
12.5
ნანახია
30