shaqrobabua

ბესო ხვედელიძე - გოა მშვიდობისა


12.9

გაზიარება:

რბილი გარეკანი

გვერდი: 148

გამოცემის წელი: 2024

კარგია, როდესაც კოლეგაზე არა კოლეგიალური სოლიდარულობის გამო, არამედ მხოლოდ და მხოლოდ მისი ტექსტის მხატვრული ღირებულებების გამო წერ. ასეთი რამ, რა თქმა უნდა, ვიყოთ გულწრფელები, იშვიათად ხდება ცხოვრებაში – და ეს კონკრეტული შემთხვევა, საბედნიეროდ, სწორედაც რომ ასეთია. ამიტომ სიამოვნებით ვიყენებ ამ შესაძლებლობას.

გოა მშვიდობისა, ბესო ხვედელიძის ნეპალური სერიის მორიგი ეპიზოდია. მეც, ბევრი სხვასავით, ამ სერიის ერთგული მკითხველი და გულშემატკივარი ვარ და აქედან გამომდინარე, თითოეულ ეპიზოდს მისი გამოჩენისთანავე ვკითხულობ.

„გოა მშვიდობისა”, ჩემი აზრით, ნეპალური სერიის ყველაზე მნიშვნელოვანი და ესთეტიკურად სრულყოფილი ტექსტია. რთულია, განსაზღვრო ამ ტექსტის ჟანრი.

ის ერთდროულად რომანიცაა, მოგზაურის ჩანაწერებიც, თვითშემეცნების ეგზისტენციალური ტრაქტატიც, ტურისტული გზამკვლევიც და მემუარებიც. ნებისმიერ შემთხვევაში ბესოსა და ალექსას ახალ თავგადასავალს მიყოლილი მკითხველი პირველ რიგში ნამდვილ ლიტერატურაში მოხვდება სამოგზაუროდ.

გამომცემლობა
ბაკურ სულაკაური
ფასი
12.9
ნანახია
21