shaqrobabua

ჯეიმზ ჯოისი - ჯაკომო ჯოისი


13

გაზიარება:

„ჯაკომო ჯოისი“ – მისტიკური და რთულად ამოსაცნობი ტექსტი ავტორის გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა. ვარაუდობენ, რომ ეს ნაწარმოები ჯოისის ტრიესტეში ყოფნის დროს შეიქმნა. წიგნში მოთხრობილია მასწავლებლის – ჯეიმზ ჯოისის გატაცება მისი მოსწავლით, თუმცა სიტყვა „მოთხრობილია“ ოდნავადაც ვერ ასახავს ჯოისის მხატვრულ მეთოდს, რომელსაც იგი პირველად ამ ნაწარმოებში იყენებს, სრული სახით კი მის მთავარ რომანში – „ულისეში“ ჩნდება. ქალაქის პეიზაჟები და გაცხადებული ეროტიკული სურვილები – ეს მძაფრი ემოციური შინაარსიც კი მეორეხარისხოვნად მოჩანს ავტორისეული უსაზღვროდ მრავალფეროვანი ლიტერატურული ტექნიკის ფონზე...

 

ინგლისურიდან თარგმნა და კომენტარები დაურთო თამარ გელაშვილმა.

გამომცემლობა
არტანუჯი
ფასი
13
ნანახია
1314