ემა ვიგოდსკაია - მიგელ დე სერვანტესის არაჩვეულებრივი თავგადასავალი


25

გაზიარება:

მთარგმნელ ელზა ახვლედიანის წინასიტყვაობიდან:

 

ჩემო პატარა მეგობრებო (არა მხოლოდ პატარებო!), ეს წიგნი საგანგებოდ თქვენთვის ვთარგმნე. ემა ვიგოდსკაიას „ალჟირელ მეკობრეთა ტყვე“ მეოცე საუკუნის 30-იან წლებში დაიწერა და ერთ-ერთი საუკეთესო წიგნია დიდი მწერლის მიგელ დე სერვანტეს საავედრას (1547-1616) რომანტიკულ-ტრაგიკული ცხოვრების შესახებ. სერვანტესმა ბევრი განსაცდელი გადაიტანა – ბრძო­ლები, ტყვეობა, წამება, დაცინვა, სიღარიბე – მაგრამ არ გაბოროტებულა, გულში სიძულვილი, სიავე არ ჩაუდვია და მთელი მსოფლიოს ყველა დროის მკითხველს დაუტოვა სწორედ ამ სულისკვეთებით გამსჭვალული, უბერებელი წიგნი „დონ კიხოტე“.

 

წიგნი ილუსტრირებულია სოფო კირთაძის მიერ.

 

გამომცემლობა
არტანუჯი
ფასი
25
ნანახია
108