shaqrobabua

გიორგი კეკელიძე - ცხრათავიანი ფეხბურთის ზღაპარი


6.9

გაზიარება:

ესეების ეს წიგნი ჩემს დიდ აკვიატებებთან შეთამაშებას გულისხმობს. აქ ფეხბურთი, ლიტერატურა და სოფელია. სამივეზე ვწერ. სამივე მიყვარს. ეგრეც შეიძლება ითქვას, რომ მორჩენილი ფიქრების წიგნია, დიდი ემოციების წყალგადავლილ კალაპოტში ნაპოვნი ქვები. შესაბამისად, ფრაგმენტულია. ისევე, როგორც ყველა ზღაპარი, რომელსაც ძილის წინ გიყვებიან და ძილი კუდს მოაწყვეტს. და მერე სიზმარში გრძელდება არასწორხაზოვნად, როგორც ერიკ კანტონა ურტყამდა და მიშა მესხი ატყუებდა. ამ აზრით ყველას საკუთარი სიზმარი აქვს. არ მეწყინება, თუ ის თქვენსასაც დაემთხვევა.

გამომცემლობა
არტანუჯი
ფასი
6.9
ნანახია
1047