shaqrobabua

ანდრეს ინიესტა - შემოქმედი


21.9

გაზიარება:

თარგმნა ივანე ჩხიკვაძემ

 

ეს არ არის ტრადიციული ავტობიოგრაფია. ინიესტამ განსხვავებული მიდგომა აირჩია: მას სურდა, წიგნშიც ისეთი როლი ჰქონოდა, როგორც მოედანზე – ბურთი აეღო და პასების ჩამორიგებას შედგომოდა. 

 

ესპანეთის ნაკრებისა და „ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელი ბევრ რამეზე ჰყვება ამ წიგნში – თავის ოჯახზე, მწვრთნელებთან და ფეხბურთელებთან ურთიერთობასა და იმ გზაზე, რომელიც ლა მანჩაში ბეტონის სტადიონიდან „კამპ ნოუმდე“ გაიარა. იმაზე, თუ როგორ შეიძლება ერთი ადამიანის ბიოგრაფიაში დაეტიოს უდიდესი საკლუბო/სანაკრებო ტრიუმფები და მძიმე ტრავმები, მწვერვალზე ყოფნის პასუხისმგებლობა და გადამწყვეტ წამს გადამწყვეტ ადგილას მოხვედრის ალღო.

 

ამასთან ერთად, თანაავტორების დახმარებით, ინიესტამ გადაწყვიტა, რომ მასზე მწვრთნელებს, ფეხბურთელებს და ოჯახის წევრებსაც ესაუბრათ და „ბარსას“ კაპიტანი სხვადასხვა გარემოში, მისი ცხოვრებისა და სპორტული კარიერის სხვადასხვა პერიოდში წარმოეჩინათ.

 

ეს ამბავია ანდრეს ინიესტას შესახებ, ამბავი, რომელსაც GOOGLE-ში ვერ ნახავთ.

 

 

გამომცემლობა
არტანუჯი
ფასი
21.9
ნანახია
1315