ეკა კვიციანი - სხვისი სახლი


6

„სხვისი სახლი“ ეკა კვიციანის ლექსების პირველი კრებულია, დიდი ხნის ნაფიქრის და ნაცხოვრების მხატვრული გამოცდილება – უკიდურესი პასუხისმგებლობით, თვითკრიტიკული რეფლექსიით, პოეზიასა და მკითხველთან განდობილი სულიერი ვნებებით. ბევრი წერს სიყვარულზე, მაგრამ სიყვარული და პოეტი იშვიათად ცვლიან როლებს. ეს მხოლოდ მაშინ, როცა პოეტები რაიმე მსხვერპლზე მიდიან, როცა ეს გარდასახვა რაღაცის ფასად ხდება. ეკა კვიციანის პოეზიაც, უფრო სიყვარულის მონოლოგია პოეტის მიმართ, პირველ პირში სწორედ სიყვარული ლაპარაკობს და არა პოეტი. 


ამგვარი გრადაციები დიდ შინაგან ძალისხმევას მოითხოვს. ხოლო თუკი სულის ფესვებს რაღაც გიმაგრებს, მაგალითად – მთა – მაშინ, „იღბლიან თავგანწირვასაც“ შეესწრება მკითხველი. ეკას სვანური წარმომავლობა მისსავე პოეზიას განსაკუთრებულ ბეჭედს ასვამს და დიდი წინაპრების კულტურის, ტრადიციების, სულიერი ცხოვრების გამგრძელებლად გვევლინება“.
(ნინო სადღობელაშვილის წინასიტყვაობიდან)

გამომცემლობა
ინტელექტი
ფასი
6
ნანახია
17