ბესიკ ხარანაული - ლექსები 2003 – 2013


6

2003-2013 წლებით დათარიღებული კრებული იმ ლექსებს აერთიანებს, რომლებიც ეპიკური წიგნებიდან მეტაფიზიკურ წიგნებამდე წუთწამიანი ამოსუნთქვის ჟამს „დაიმღერა“ ბესიკ ხარანაულმა.

 

სიმღერას ტყუილად არ ვახსენებთ, ეს ლექსები შეგვიძლია სიმღერის ჟანრსაც მივაკუთვნოთ, თუკი ეს ჟანრი საერთოდ არსებობს ლიტერატურაში და თუკი ის ხალხური ინტონაციისა და მსოფლხედვის გამოხატულებად ისედაც აქცია ერთიორმა დიდმა მელექსემ და პოეტმა.

 

თვითმყოფად სილაღესთან ერთად, ამ პოეზიას თან დიდი ფიქრისა და ტკივილის ნაკადი ახლავს. ეს ყოველივე კი ისეთ ენაში მთლიანდება, რომელსაც მეტაპოეზიაში აქვს სათავე და ჩვენს სინამდვილეში კი დღესასწაულად ითარგმანება

გამომცემლობა
ინტელექტი
ფასი
6
ნანახია
46