shaqrobabua

ლაშა თაბუკაშვილი - სადღაც, ცისარტყელას მიღმა...


6

გაზიარება:

ცხოვრება თავისი ყველა გამოვლინებით ცდილობს შეცვალოს ადამიანების ბედი და მათი ურთიერთობა – პოლიტიკით, დეკადანსით, ფორმალიზმით, ბოლოს და ბოლოს, ნიჰილიზმით და სიძულვილითაც კი, რითაც გაჯერებულია თანამედროვე სამყარო; მაგრამ, როცა ღვთაებრივი შემთხვევითობის წყალობით ერთმანეთს ამ ყველაფრისგან თავისუფალი ადამიანები ხვდებიან, იქ წინასწარ განსაჭვრეტი დრამატურგიაც უძლურია... მერე რა, თუ ამ ადამიანებიდან ერთი ყოფილი პატიმარია და მეორე კი, რამდენიმე დღის წინ ჯვარაყრილი 20 წლის გოგონა...

 

ექსპრესიული, ლაღი და გამორჩეული იუმორით სავსე დიალოგები, დახვეწილი (ასე კარგად დავიწყებული) რომანტიზმი და საიდუმლო, რითაც ჩვენს დროში მომხდარი ერთი შეხვედრის ამბავიც მარადიულ საკითხავთა მწკრივში დგება – ასეთია ლაშა თაბუკაშვილის პიესა სადღაც, ცისარტყელას მიღმა. ამ სტილს და ატმოსფეროს მკითხველი და მაყურებელი კარგად იცნობს და მუდმივად ელოდება, როგორც კიდევ ერთ დღესასწაულს თეატრისათვის.

 

წიგნი გამოიცა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.

 

პიესის მიხედვით რობერტ სტურუამ რუსთაველის თეატრში ამავე სახელწოდების სპექტაკლი 2016 წელს დადგა. ლაშა თაბუკაშვილს კი დრამატურგიის ნომინაციაში ამ წიგნისათვის 2017 წელს ლიტერატურული პრემია საბა გადაეცა. 

გამომცემლობა
ინტელექტი
ფასი
6
ნანახია
1053