მიხაილ ბულგაკოვი - რჩეული მოთხრობები


20.9

მწერლის პირველი ნაწარმოები 1920-იანი წლებით თარიღდება. ბულგაკოვი 1921 წლიდან მოსკოვში დასახლდა და წერა აქტიურად განაგრძო. იგი მოთხრობებში თავისსავე ცხოვრებისეულ ამბებს ასახავდა და გაბედული, სხარტი, ალეგორიული შემოქმედებით იმდროინდელი რუსეთის საზოგადოებისთვის არცთუ სასურველ მწერლად იქცა. მისი მეამბოხე სამყარო ვერ ეგუებოდა ჩარჩოებს, რომელსაც რევოლუციის ტალღაზე მოსული ხელისუფლება შემოქმედ ადამიანებს უწესებდა. რამდენჯერმე სცადა კიდეც საბჭოეთის დატოვება, მაგრამ ყოველთვის უარი მიიღო. 1930-იანი წლებიდან ბულგაკოვის მოთხრობების უმეტესობა აიკრძალა, გახმაურებული რომანი „ოსტატი და მარგარიტა“ კი მწერლის გარდაცვალებიდან 26 წლის შემდეგ დაიბეჭდა.

გამომცემლობა
ბაკურ სულაკაური
ფასი
20.9
ნანახია
12