რევაზ ინანიშვილი - მოთხრობები სიყვარულზე


12.9

„სულაკაურის გამომცემლობა” რევაზ ინანიშვილის თემატურ კრებულებს გთავაზობთ – „მოთხრობები სიყვარულზე” და „მოთხრობები ქალებზე“.

ეს გამოცემები ძვირფასი საჩუქარია როგორც მწერლის შემოქმედების მოყვარულების, ასევე ახალგაზრდა მკითხველებისთვის, რომლებიც ახლა იწყებენ რევაზ ინანიშვილის მდიდარი შემოქმედების გაცნობას.

 „მოთხრობები სიყვარულზე” აერთიანებს ნაწარმოებებს, რომელთა მთავარი თემაც სიყვარულია, თუმცა წიგნში ერმანეთს სევდიანი და კიდევ უფრო სევდიანი ამბები ენაცვლება და ამ თითქოს თვალით ხილულ სევდაში, უღიმღამო დღეების ფონზე, შუშის ნამსხვრევივით ბრწყინავს ოდესღაც განცდილი, ხან გამხელილი, ხანაც გაუმხელელი, მაგრამ ვერდავიწყებული სიყვარული.

გამომცემლობა
ბაკურ სულაკაური
ფასი
12.9
ნანახია
12