shaqrobabua

ფრიდრიხ ნიცშე - სიკეთისა და ბოროტების მიღმა


21.9

გაზიარება:

„სიკეთისა და ბოროტების მიღმა“ (Jenseits von Gut und Böse: Vorspiel einer Philosophie der Zukunft) ნიცშეს შემოქმედების ყველაზე დაძაბულ და ბობოქარ პერიოდს უსწრებს წინ, რომელშიც მან კაცობრიული ისტორიის ფილოსოფიურ შედეგებს მოუყარა თავი და XX საუკუნის სოციალური და სულიერი კატაკლიზმები იწინასწარმეტყველა. ამ წიგნში, რომლის ქვესათაურია „პრელუდია მომავლის ფილოსოფიისთვის“ (არცთუ უსაფუძვლოდ), დიდმა მოაზროვნემ მრავალი მოვლენა განჭვრიტა: ევროპული სულიერების დეკადანსი, მასების ჩამოყალიბება, როგორც ანგარიშგასაწევი ძალისა, პიროვნების ნიველირება საყოველთაო თანასწორობის იდეის ქვეშ, ბრძოლა სამყაროული ბატონობისათვის და ტოტალიტარიზმი, როგორც ევროპის დემოკრატიზაციის შედეგი. აქ ის უარყოფს მორალურ დოგმატიზმს, ვარაუდს, რომ არსებობს ერთადერთი მორალური ჭეშმარიტება და ერთადერთი მორალური კოდექსი, რომლის მიხედვით უნდა იცხოვროს ადამიანმა.

ეს წიგნი არის მოწოდება მორალური თავისუფლებისკენ. – მთ. ვახტანგ გორგიშელი

გამომცემლობა
აქტი
ფასი
21.9
ნანახია
2563