shaqrobabua

ნაირა გელაშვილი - ჩვენი გრძელი ამბავი


11.9

გაზიარება:

„ჩვენი გრძელი ამბავი“ მხატვრულ-დოკუმენტური პროზის ნიმუშია.

 

ქიზიყის შემაღლებულ ადგილას სოფელი ნუკრიანი მდებარეობს. ეს ნაირა გელაშვილის მშობლიური სოფელია, რომლის სივრცეშიც იშლება მწერლის საგვარეულო „საგა“.

 

ვირტუოზული ოსტატობით გამოკვეთილი პერსონაჟები, ერთდროულად იუმორითა და თანაგრძნობით გადმოცემული მათი ბედისწერის მთავარი შტრიხები, ძირითად ეპიკურ ნაკადში ჩართული ისტორიული, ლიტერატურული თუ მითოლოგიური ამბები მკითხველის თვალწინ აცოცხლებენ არა მხოლოდ ერთი საგვარეულოს წევრების, არამედ მთელი ქვეყნის ბედ-იღბალსაც; აცოცხლებენ ქართულ მეოცე საუკუნეს და იმ უფრო შორეულ წარსულსაც, საიდანაც ეს საუკუნე ამოიზარდა.

გამომცემლობა
ინტელექტი
ფასი
11.9
ნანახია
1157