shaqrobabua

რუსუდან რუხაძე - ერთი თქვენგანი გამცემს


12

გაზიარება:

„სისხლსავსე, მოხდენილი წინადადებები ფურცელზე გადატანამდე სამგანზომილებიან სივრცეში უნდა ააგო!" – ნათქვამს ჰაერში ხელით მონიშნავს ქარის ნათლული. გიმნაზიის მასწავლებელი კი მწერლობაზე მეოცნებე მოწაფეს წიგნის ამოცნობას ასწავლის: „კარგ წიგნს ნიყვის ფირფიტებივით მოყვითალო ფურცლები აქვს, ცუდს შხამასავით თეთრი ან უკითხავობით განაცრისფრებული." კრებულში შესულ ათივე მოთხრობას თავისი ფერი, გემო, სურნელი და მელოდია აქვს. სამყაროს სინესთეტიკური შეგრძნება, სიცოცხლის გაუნელებელი სიყვარული და თამაშის დაუცხრომელი ჟინი რუსუდან რუხაძის პერსონაჟებს ერთმანეთთან აახლოებს. იმედია, თქვენც იპოვით მათთან საერთოს, არაერთხელ მიუბრუნდებით, სხვებსაც გააცნობთ და ეს კრებულიც მრავალჯერ წაკითხულ, ყვითელფურცლება წიგნებს შორის აღმოჩნდება.

 

ავტორს ამ კრებულისათვის 2017 წელს ლიტერატურული პრემია „საბა“ გადაეცა (ნომინაცია „წლის საუკეთესო პროზაული კრებული“).

გამომცემლობა
ინტელექტი
ფასი
12
ნანახია
1035