სებასტიან ჟაპრიზო - მკვლელი ზაფხული


13.9

გაზიარება:

"სებასტიან ჟაპრიზო ფსევდონიმია.
ჟან-ბატისტ როსი 1931 წელს მარსელში დაიბადა. წერა უკვე 17 წლისამ დაიწყო და მისი წიგნი "ცუდი დასაწყისი" თითქმის ერთდროულად გამოიცა საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებში. 22 წლის ასაკში პირველმა თარგმნა ფრანგულად - არც მეტი და არც ნაკლები - სელინჯერის "Catcher in the rye". პარალელურად მუშაობდა სარეკლამო სააგენტოში.
გარდატეხა 1962 წელს მოხდა, როდესაც გამოვიდა წიგნი "კუპეს მკვლელობები". როსი დარწმუნებული არ იყო წარმატებაში, ამიტომ წიგნი ფსევდონიმით გამოსცა, თავისი სახელის ანაგრამით - ჟაპრიზო. შედეგმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. "კუპეს მკვლელობების" მიხედვით კოსტა-გავრასმა ფილმიც გადაიღო.
ამას მოჰყვა რამდენიმე წიგნი - ეკრანიზებული საუკეთესო რეჟისორების მიერ, საუკეთესო მსახიობების მონაწილეობით. განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა "მკვლელი ზაფხული", სადაც მთავარი როლი შეასრულა იზაბელ აჯანიმ. ფილმმა რამდენიმე "სეზარი" მიიღო და "ოქროს პალმის რტოს" ნომინაციაზეც კი იყო წარდგენილი.

როგორც ჟაპრიზოს ყველა წიგნი, "მკვლელი ზაფხულიც" ერთი ამოსუნთქვით იკითხება, ისიც film noir-ის ელემენტებით არის გაჯერებული და მასაც სრულიად მოულოდნელი დასასრული აქვს.
თუმცა "მკვლელი ზაფხულის" სიუჟეტი მაინც განსხვავდება ჟაპრიზოს სხვა რომანების სიუჟეტებისგან. შეიძლება ანტიკური ტრაგედია მოგაგონოს, შეიძლება დოსტოევსკი..."

გამომცემლობა
არეტე
ფასი
13.9
ნანახია
64