shaqrobabua

ექვთიმე თაყაიშვილი თხზულებანი მე-7 ტომი


39.9

გაზიარება:

ექვთიმე თაყაიშვილის თხზულებათა VII ტომი მოიცავს საქართველოს, და არამხოლოდ საქართველოს, შუასაუკუნოვანი ისტორიის კვლევის საფუძველთა საფუძველს – ქართულ ნარატიულ და დოკუმენტურ წერილობით წყაროებს – გამოსაცემად მომზადებულსა და წინასიტყვაობით აღჭურვილს ბატონი ექვთიმე თაყაიშვილის მიერ. დიდია მისი ღვაწლი ქართული მეცნიერული წყაროთმცოდნეობის ჩასახვისა და განვითარების საქმეში. იგი გახლავთ წერილობითი წყაროების არამხოლოდ გამომცემელი და იმპრეტატორი, არამედ – აღმომჩენიც. წინამდებარე ტომში შესულია, აგრეთვე, ქართული წერილობითი წყაროების რუსულენოვანი თარგმანები, შესავალი წერილებითა და კომენტარებით, რომლითაც მათ გზა გაეხსნათ გაცილებით ფართო სამეცნიერო ასპარეზისკენ.
 

 

მკითხველი გაეცნობა მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე ნიმუშს მეცნიერის მდიდარი პირადი არქივიდან, საჩვენებლად იმისა, თუ რაოდენ დიდი გარჯისა და ძალისხმევის ფასად იბადებოდა გამოჩენილი მეცნიერის ყოველი სტრიქონი.

 

ტომი განპირობებულია მეცნიერ-ისტორიკოსთა ფართო წრისათვის, აგრეთვე, შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიით დაინტერესებული მკითხველისთვის.

გამომცემლობა
არტანუჯი
ფასი
39.9
ნანახია
1096