დარწმუნებული ხართ?
გაზიარება:
„რევაზ მარგიანი ლადო ასათიანის, მირზა გელოვანისა და ალექსანდრე საჯაიას თაობის პოეტი იყო. მან პირველი ლექსის „მირანგულას“ გამოქვეყნებისთანავე მიიქცია ყურადღება, როგორც ნიჭიერმა, ორიგინალური ხმის პოეტმა. რევაზ მარგიანის უპირველესი შთაგონება სვანეთი იყო, პოეტის მუზა ერთთავად სულ იმ მიუვალ მთებს დასტრიალებს თავს... მისი ლირიკა მულახის სთიბებში ამოსული ყვავილივით ნაზი, გამძლე და სურნელოვანი იყო“, – ვკითხულობთ კრებულის ერთ-ერთ შესავალ წერილში, რომელიც ვახტანგ ჭელიძეს ეკუთვნის.