shaqrobabua

ნიკო ხუციშვილი - იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მიწათმფლობელობა საქართველოში


11.9

გაზიარება:

რბილი გარეკანი

გვერდი: 164

გამოცემის წელი: 2007

სერიის – „საქართველოს ეკლესიის ისტორია“ – პირველი გამოცემა მნიშვნელოვანი ქართული საეკლესიო ცენტრის – იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ისტორიის ერთ-ერთ საინტერესო პრობლემას ეთმობა. იერუსალიმის ეკლესია-მონასტრებში ქართველების მოღვაწეობის ხანა დაახლოებით თორმეტსაუკუნოვან პერიოდს მოიცავს. აღნიშნული ნაშრომი არის ცდა, უპირველეს ყოვლისა, აღვნუსხოთ ის ყმა-მამული, რომელიც ეკუთვნოდა იერუსალიმის მონასტრებს საქართველოში; შევისწავლოთ ამ მიწათმფლობელობის წარმოქმნისა და განვითარების ქრონოლოგია, ისტორია და მართვის ორგანიზაციის ძირითადი საკითხები; დავადგინოთ საქართველოში იერუსალიმის ყმა-მამულის მმართველების, „ჯვარის მამების“ რიგი XVII-XIX საუკუნეებში. ამ კონკრეტული საკითხების ფონზე, ვფიქრობთ, უკეთ გამოიკვეთება ზოგადიც, კერძოდ, საკუთრების დიფერენციაციის პრობლემა იერუსალიმის ქართულ მონასტრებსა და იერუსალიმის საპატრიარქოს შორის XI-XVII საუკუნეებში.

გამომცემლობა
არტანუჯი
ფასი
11.9
ნანახია
514